შალვა პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არევაზე, დესტრუქციაზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული, მოქალაქეებმა ნაძვის ხის ანთებით პასუხი გასცეს და უთხრეს, რომ დაიღალნენ ნეგატიური კამპანიებისგან

როდესაც თბილისში აინთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საქართველოს მოსახლეობამ რადიკალურ ოპოზიციას აშკარად, პირდაპირ, ცალსახად უთხრა, რომ დაიღალნენ მათი დესტრუქციისა და ნეგატიური კამპანიებისგან, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ წაყვანის შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციას კვლავაც ეტყვის „არას!“.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოს მოსახლეობამ ბევრჯერ გასცა პასუხი. სულ ბოლოს რამდენიმე დღის წინ, როცა იყო საახალწლო ნაძვის ხის ანთება. პირდაპირ, აშკარად გასცა საქართველოს მოსახლეობამ რადიკალურ ოპოზიციას პასუხი, რომელიც მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული. როდესაც თბილისში აინთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საქართველოს მოსახლეობამ მათ აშკარად, პირდაპირ, ცალსახად უთხრა, რომ დაიღალნენ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციისა და ნეგატიური კამპანიებისგან. შესაბამისად, მე სხვა მოლოდინი არც მაქვს, ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც კიდევ ერთხელ მოსახლეობა მათ ეტყვის „არას!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პაპუაშვილის თქმით, ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განსასაზღვრია.

„ვიცით, რომ სასამართლო განიხილავს ასევე ამ საკითხს. ასე რომ, მათ უნდა მივანდოთ მთლიანად ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური სარჩული ეძლევა ამ თემას, მით უფრო ეწინააღმდეგება ეს პატიმრის ინტერესებს. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებად გაეხვევა ეს საკითხი პოლიტიკურ სარჩულში და გამოიტანენ პოლიტიკურად, მით უფრო არ ავნებს თავად პატიმარს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა