სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, სააკაშვილი შეცდომაში იყო შეყვანილი

არ ვიცი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როცა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და პირველი გადაუდებელი ამოცანა არის სააკაშვილის გადარჩენა, მაგრამ ფაქტია, როგორც ჩანს, შეცდომაში იყო შეყვანილი, - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას განცხადებას, რომ „თბილისისკენ მომავალი მიხეილ სააკაშვილი ზარს ელოდებოდა, თუმცა, არავინ დაურეკა და აღმოჩნდა, რომ მისთვის არც ბინა არსებობდა, სადაც სააკაშვილი დარჩებოდა“.

ამასთან, სამადაშვილი აცხადებს, რომ ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი, სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქვეყანას, ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

„ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, თუ ვისი იმედი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდეს. შემიძლია გავიმეორო - მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ყველაფერი ეს არის მეორეხარისხოვანი და პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, დანარჩენს ვფიქრობ, საზოგადოებას თავად ეტყვის, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი არის ერთი, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს, იყო ეს გამიზნული, თუ იყო ეს შეცდომა იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობდნენ ამაში, გამიჭირდება გითხრათ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება მეტს გაიგებს მომავალში, რადგან ამაზე ინტერესი არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება სასამართლოს, მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ სასამართლოზე პოლიტიკური წნეხი მოიხსნება. ხვალ ევროპარლამენტი განიხილავს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის ურთიერთობებს და ვფიქრობ, ევროპარლამენტში ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად არაერთხელ მოვისმენთ შეფასებებს, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის აუცილებლობას. ამიტომ ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი, უქმნის სერიოზულ გამოწვევას ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ის გადაწყვეტილება, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი