დონეცკის გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა გირნიკის დასახლებული პუნქტი „ურაგანებით“ დაბომბეს, დაშავდა 8 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქში გირნიკის დასახლებულ პუნქტს „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მისივე თქმით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, რუსების მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა კი დგინდება.

"ეს არის რუსული არმიის მორიგი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამჯერად მტერმა გამოიყენა „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტერორისტული ქვეყანა განუწყვეტლივ ატერორებს მშვიდობიან უკრაინელებს - ის ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას და მომავალშიც ესვრის, ვიდრე ჩვენ არ განვდევნით", - აღნიშნა კირილენკომ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს