გიგა ბოკერია - არავინ იცის ივანიშვილის თავში, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება მოიხარშება - ფოკუსი უნდა იყოს საზოგადოების მობილიზებაზე, რომ რეჟიმი შეიცვალოს

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელ ვითარებაში დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ნაბიჯს გადადგამს, არასერიოზული და არასწორია.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ამ განზრახვას თავად უწყობს ხელს.

„მე არ ვიცი და ჩემი აზრით, არავინ იცის ივანიშვილის თავში, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება მოიხარშება: მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, არ გარისკოს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და ამ მეთოდით ოპოზიციის მთლიანად დემორალიზაციას. ფაქტია, რომ ის ამ ვითარებას სწორედ ამისთვის იყენებს.

სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილიც, საპარლამენტო ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამაში თვითონ უწყობენ ხელს.

იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელ ვითარებაში დასავლეთთან დაპირისპირებული ივანიშვილის რეჟიმი ამ ნაბიჯს გადადგამს, არის არასერიოზული და არასწორი. მთელი ფოკუსი უნდა იყოს საზოგადოების მობილიზებაზე, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. ეს არის გამოსავალი, ზოგადად, პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, მათ შორის, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა