სერგო ჩიხლაძე - მთავრობამ მთლად მხდალები კი არ ვართ, ჯარზეც ვზრუნავთო - ეს ვერ გადაფარავს სირცხვილს, რაც საკუთარ თავს აჭამეს წინა კვირას

დარწმუნებული ვარ, ჯარის თემა იმიტომ წამოწიეს, რომ წინა ორი კვირის განმავლობაში სამარცხვინო განცხადებები აკეთეს და სამარცხვინო დამოკიდებულება გამოავლინეს ჩვენი ჯარისკაცების მიმართ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე ჯარის რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, აბსურდია იმის მოლოდინი, რომ 11 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჯარის რეფორმა არ გაუტარებია და 3 წლის შემდეგ გაატარებს.

„ბევრი წამოწყება გვახსოვს და ჯერაც არ არის გაკეთებული. თავს ხომ არ გამოვისულელებთ, რომ „დედა, რა კარგი რაღაც თქვა!“. სხვას არავის არ უთქვამს თუნდაც წლების წინ? - ამას გაკეთება უნდა. რაღაცას იტყვიან და გვაჩეჩებენ, თითქოს რაღაც ახალი მოიგონეს, ახალი ველოსიპედი გამოიგონეს. ამას 5-10 წლის წინ და უფრო მეტი ხნის წინ სხვა ბევრი ჭკვიანი ადამიანი ამბობდა, უბრალოდ რეალობა ისაა, რომ მე-11 წელია ხელისუფლებაში არიან და არაფერს აკეთებენ. რასაც ღარიბაშვილი ამბობს, ეს არის ათასჯერ გადაღეჭილი თემა და ამის ახლა გაკეთება უნდა. 11 წელი რომ არ გააკეთა არაფერი, ახლა ათასჯერ გადაღეჭილ თემაზე უნდა ვირწმუნოთ, რომ 3 წლის შემდეგ გააკეთებს და ტაში დავუკრათ? - ეს ხომ აბსურდია.

ეს არის უბრალოდ ნათქვამი, პოპულისტური თემები. გამოიკვლევენ თავიანთ ფოკუსჯგუფებში, ახლა რა საკითხი დავტესტოთ, რა წაიღებს კარგად. ჯარის თემა დარწმუნებული ვარ იმიტომ წამოწიეს, რომ წინა ორი კვირის განმავლობაში სამარცხვინო განცხადებები აკეთეს და სამარცხვინო დამოკიდებულება გამოავლინეს ჩვენი ჯარისკაცების მიმართ. ის თემა გააძლიერეს, რომ მთლად ასეთი მხდალები კი არ ვართ, აი, ჯარზეც ვზრუნავთ. „ჩმორები" კი არ ვართ, ჯარზე ჩვენც გვაქვს რაღაც წარმოდგენები. თუმცა ეს ვერ გადაფარავს იმ სირცხვილს, რაც საკუთარ თავს აჭამეს წინა კვირას განცხადებებით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა