ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე გაზის ფასის ლიმიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

ევროკავშირის ქვეყნები თვეების განმავლობაში მსჯელობენ გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

მაშინ, როცა გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების მომხრე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს მათ ეკონომიკას ენერგორესურსების მაღალი ხარჯებისგან, გერმანია - ევროპის უდიდესი ეკონომიკა და გაზის ბაზარი - და ნიდერლანდები ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ენერგეტიკული ბაზრების ნორმალურ ფუნქციონირებას და შეაჩეროს გაზის მწარმოებლები, ევროპაში საჭირო საწვავი გაგზავნონ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში