თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფლების ნაწილს გარკვეული პერიოდით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით,14 დეკემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფლების ნაწილს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 14 დეკემბერს ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის რეკონსტრუქციას და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს გეგმავს.

„ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, თელავის მუნიციპალიტეტს და შემდეგ სოფლებს: გულგულას, ყარაჯალას, რუისპირს, ახატელს, იყალთოს, ნაფარეულს, ლაფანყურს, ვარდისუბანს, სანიორეს, არტანასა და ჯუღაანს.

ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს