United Payment-ის დამფუძნებლები საქართველოში ჩამოდიან

United Payment-ის დამფუძნებლები საქართველოში ჩამოდიან. კომპანიის ქართული წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. United Payment-ი, თურქეთის უმსხვილესი FaaS (Fintech as a Service) კომპანია, სხვადასხვა ქვეყნებში მოთხოვნად ფინანსურ სერვისებსა და მომსახურებებს ნერგვას, რაც ქართული ბიზნეს სექტორისათვის თანამედროვე ფინტექ სერვისებზე წვდომას, ტრანზაქციების გამარტივებას, ოპერაციების სანდოობასა და დაცულობას უზრუნველყოფს.

United Payment-მა საქართველოში ოპერირების დაწყებისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე წარმატებით გაიარა და ლიცენზიის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მიმართა.

აღნიშნულს ადასტურებს ინვესტორისა და მისი გუნდის ვიზიტიც. ილკერ სოზდინლერი, მარია რეიხლინა და United Payment საქართველოს გენერალური დირექტორი, ნინო ჭედია, ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის საელჩოსთან და თურქეთის ბიზნეს ასოციაციასთან, სადაც ისაუბრებენ კომპანიის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

აღსანიშნავია, რომ United Payment-ის ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული. მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა.

United Payment–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილკერ სოზდინლერი, და კომპანიის რეგიონალური დირექტორი, მარია რეიხლინა, საქართველოში 14 დეკემბერს ჩამოვლენ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო