ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვსურს ავირჩიოთ ომბუდსმენი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და არ იქნება მიკერძოებული - თუ ოპონენტები ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით

ჩვენ გვსურს ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე და არავის მიმართ მიკერძოებული არ იქნება - თუ პოლიტიკური ოპონენტები ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მზად არის კონსენსუსისთვის.

"სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა კითხვები კანდიდატებისთვის, მათი ხედვები მოესმინა. სახალხო დამცველის ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმება გვჭირდება. სახალხო დამცველის არჩევას ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს. ჩვენ პოლიტიკური კონსულტაციები დავიწყეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს - ეს არის კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიციურობა.

ჩვენ გვსურს ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე და არავის მიმართ მიკერძოებული არ იქნება - იქნება დამოუკიდებელი და ყველას ინტერესს თანაბრად და თანასწორად დაიცავს. ჩვენ სწორედ ასეთი სახალხო დამცველის არჩევა გვსურს. თუ პოლიტიკური ოპონენტები ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით. თუ ისინი იმ კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ, რომ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ