არმაზ ახვლედიანი - ქართველები, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის უკრაინაში, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდნენ და ჩვენ ქვეყანას იცავდნენ, კვდებიან სამშობლოსთვის

მიმაჩნია, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ ქართველები, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის უკრაინაში, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდნენ და ჩვენ ქვეყანას იცავდნენ, კვდებიან სამშობლოსთვის. ისინი ეძებენ სიკვდილს სამშობლოსთვის, - ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

„ბატონო თავმჯდომარევ, პირველ რიგში, მინდა თქვენ გითხრათ მადლობა იმიტომ, რომ როდესაც სესია გახსენით, სამძიმარი უთხარით ოჯახებს და გვითხარით ყველას, გულისტკივილი გამოთქვით და იქ, წერტილი დასვით. ნორმალური ის არის, როდესაც იქ, წერტილს დასვამ, მერე არ განაგრძობ და არ მიაკუთვნებ გმირობას და გმირების სახელებს პარტიას, არ დაყოფ მხარეებს, ამ ტრაგედიას და იმავდროულად, უპირველესად გმირობას არ გამოიყენებ კვლავ დაყოფისთვის, დაშლისთვის და პოლარიზებისთვის. ამიტომ, ჩემი მადლობა თქვენ, პერსონალურად.

დღეს, დიდი ქართველი მეფის ხსენების დღეა და ყველამ, ვინც აქ დარბაზში ვართ, ვიცით მისი ერთგვარი ანდერძი -„ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა“. მიმაჩნია, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ ქართველები, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის უკრაინაში, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდნენ და ჩვენ ქვეყანას იცავდნენ, კვდებიან სამშობლოსთვის. ისინი ეძებენ სიკვდილს სამშობლოსთვის. ამიტომ, ამის ოდნავ მაინც გაფერმკრთალება ვფიქრობ, ძალიან, ძალიან უხერხულია სხვა სიტყვა რომ არ გამოვიყენო.

არ შემიძლია ახლა ვილაპარაკო მიმდინარე საკითხებზე, იმაზე, თუ რა უნდა განვიხილოთ ამ კვირაში, იმიტომ, რომ იმდენად ემოციური, პირდაპირ ვიტყვი, იმდენად დამთრგუნველია ის ფონი, რომ როგორც თქვენ თქვით, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში ერთბაშად ამდენი ქართველი ვაჟკაცი ემსხვერპლა პირსისხლიანი ჯალათის ახირებას უკრაინაში", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამ ადამიანების უკვდავსაყოფად ყველა მათგანმა უნდა გააკეთოს ის, რომ საქართველო აქციოს ნორმალურ სახელმწიფოდ.

„ნორმალურობის ერთადერთი ხაზი არის საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული, სამართლიან სახელმწიფოდ გადაქცევა. ეს კი, ამ პირობებში შეუძლებელია, შეუძლებელია ნორმალური არჩევნების გარეშე, შეუძლებელია, როცა მესამე პრეზიდენტი ასე გვიკვდება ციხის თუ სხვა საავადმყოფოში", - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი