თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. კონკრეტულად, სავარაუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 117-ე და 236-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა