რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები

გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2“-თან განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.

რატი ბრეგაძის განცხადებით, არსებობს სიმულაციური ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

„მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის და ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი.

რატი ბრეგაძის თქმით, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, მაშინ უწყება იძულებული გახდება გარკვეული კადრები გაავრცელოს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამბობთ რაიმეს, მეც ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დამდასტურებელი მასალა და ასეთი არის, მათ შორის ვიდეომასალა, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ.

ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამინი ხელს უშლიდა მათ შორის ექიმების საქმიანობას და ასევე ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და [საჭირო გახდება] იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება, სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ჩვენ იძულებულები გავხდებით სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები და ეს საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში