ხატია დეკანოიძე - საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა - ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს სააკაშვილს

მე არ მგონია, რომ დღეს მორჩეს და დასრულდეს ეს პროცესი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის საკითხი სწრაფად გადაწყდეს.

„არაფრის მოლოდინი არ მაქვს, რადგან საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა, ამიტომ სასამართლო მას ემორჩილება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ დღეს მორჩეს და დასრულდეს ეს პროცესი. ეს არის ჩემი მოსაზრება. არ ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სწრაფად გადაწყდეს ის საკითხი, როგორც უნდა გადაწყდეს და გუშინ ევროპარლამენტში ჩვენ ამას ვუსმენდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გავიგებთ, ყველა ჩამოყალიბდება საერთაშორისო და საზოგადოებრივი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო