გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გორში, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები.

"ჯამში, 30-მდე კომპანიას 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმზე, დასაქმების მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან, პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით.

ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. სააგენტომ, 2022 წელს, თბილისსა და რეგიონებში, 15 ფორუმი ჩაატარა, სადაც 5 000-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა