შალვა პაპუაშვილი - ფარისევლობის კლასიკური მაგალითია ევროპარლამენტში გამართული დებატების ის ნაწილი, როცა პოლარიზაციის დასრულების სურვილზე საუბრობ და სწორედ შენი გამოსვლით რადიკალიზმს აძლიერებ საქართველოში

ფარისევლობის კლასიკური მაგალითია ევროპარლამენტში გამართული დებატების ის ნაწილი, როდესაც პოლარიზაციასა და პოლარიზაციის დასრულების სურვილზე საუბრობ და სწორედ შენი გამოსვლით რადიკალიზმს აღვივებ და აძლიერებ საქართველოში, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია და რადიკალური ჯგუფები, თუმცა ამის დასრულების რეცეპტი არსებობს. პაპუაშვილმა ამ კონტექსტში ყურადღება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე გაამახვილა.

„როდესაც ჩვენ 12-პუნქტზე ვმუშაობდით, იმ პარტიებს შორის, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში იყვნენ ჩართული, ალბათ აკვირდებოდით, რომ არის საკმაოდ კონსტრუქციული, საქმიანი და კრიტიკული დისკუსია და ურთიერთობა, ხოლო ის პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფში არ იყვნენ ჩართული და რადიკალურ პოზიციებზე იყვნენ, ერთის მხრივ, არიან რადიკალები და მეორეს მხრივ, ქვეყანაში პოლარიზაციას უზრუნველყოფენ. სწორედ ამ ჯგუფების წახალისება ხდება ისეთი განცხადებებით, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მიტაცებულ სახელმწიფოზე, ოლიგარქიზაციაზე და ასე შემდეგ. საბოლოდ ჯამში, ეს სიტყვები და ტერმინები საქართველოსთან მიმართებაში გაცვდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში