შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და რაიმე სპეციფიკური ფორმებით არავის ვარწმუნებთ - მთავარი ჩვენი იარაღი არის სიმართლე

ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და რაიმე სპეციფიკური ფორმებით არავის ვარწმუნებთ - მთავარი ჩვენი იარაღი არის სიმართლე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, როგორ მოახერხა მმართველმა გუნდმა ის, რომ ევროპარლამენტში ერთ ადამიანს მაინც არ გასჩენოდა კითხვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

აქვე პაპუაშვილმა დასძინა, რომ ბოლოს მაინც სიმართლე იმარჯვებს.

“ჩვენ არ ვცდილობთ ლობიზმს - ეს არის ჩვენი მთავარი ძალა. ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ სიმართლე. სიმართლეს თავისი თავი შეიძლება ნელა, მაგრამ ბოლოს გააქვს - როგორც გუშინ გაიტანა, როცა ევროპარლამენტის არც ერთმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის ან მსგავს კონტექსტში არ ახსენა. სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული, რაიმე სპეციფიკური ფორმებით არავის ვარწმუნებთ. მთავარი ჩვენი იარაღი არის სიმართლე - სიმართლე ყოველ ჯერზე იმარჯვებს. ეს არის ჩვენი სიძლიერე და ორ ფეხზე მყარად ამიტომაც ვდგავართ, ამიტომაც გვიჭერს ქართული მოსახლეობა ჩვენ მხარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო