საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტები განახორციელა.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფლების: ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრან-თელეთის, კუმისისა და მუღანლოს 7000 მდე ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.
როგორც უწყების განცხადებაში არის აღნიშნული, პროექტების ფარგლებში აშენდა 100 კმ-ზე მეტი მაგისტრალი, მოეწყო რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საქლორატოროები, წყალსადენი ქსელი და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევდორაძე მოადგილესთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად შეხვდა.