VENDOO-სა და Visa-ს 2022 წლის შეჯამება

VENDOO-მ 2022 წლის შემაჯამებელ შეხვდრაზე თავის პარტნიორ კომპანიებს უმასპინძლა. ორგანიზატორებმა სტუმრებს ამ წლის შედეგები, მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, VENDOO-სა და Visa-ს ინიციატივით, კომპანიების ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ყველაზე აქტიური მომხმარებლები, - ისინი ვისაც VENDOO.ge-ზე შოპინგისას ყველაზე მეტი ტრანზაქცია Visa ბარათით უფიქსირდებოდათ - დასაჩუქრდნენ.

VENDOO-სა და Visa-ს პარტნიორობა 4 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, კომპანიებმა თავის მომხმარებელს უამრავი სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთეს. ვენდუსა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული საუკეთესო შეთავაზებებით და ონლაინ შოპინგისას დაზოგონ ორი ყველაზე მთავარი რესურსი: დრო და ფინანსები.

VENDOO 2019 შეიქმნა და ძალიან მალევე გახდა საქართველოს ელ.კომერციის ბაზრის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია. "ყოველთვის დაბალი ფასების” სტრატეგიის ფარგლებში, VENDOO მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა აქციას. 2022 წელს ბრენდი შეუერთდა TNET-ს, - საქართველოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და კიდევ უფრო დიდი და სასიამოვნო სიახლეებისთვის შეამზადა მომხმარებელი. ხოლო, ამ ეტაპზე, 2022 წლის მონაცემებით:

- ვებგვერდზე განთავსებულია 30 000-ზე მეტი პროდუქტი;

- შეკვეთების მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი;

- კომპანიას ჰყავს 400-მდე პარტნიორი ორგანიზაცია.

2022 წელს, Visa-სა და VENDOO-ს პარტნიორობით მომხმარებლებისთვის 10-მდე აქცია განხორციელდა, რომლის ფარგლებში ასობით მომხმარებელემა ისარგებლა ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდუქტზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი ელოდება მომხმარებელს, რაც მათ საშუალებას მისცემთ ყველაზე დაბალ ფასად შეიძინონ სასურველი ნივთები.

"VENDOO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდებთან პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ითვალისწინებს. მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Visa-ს, რადგან როგორც ჩვენთვის, ასევე ვიზასთვის, ადამიანი და შესაბამისად, მისი სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება პრიორიტეტია. რაც მთავარია, VENDOO-სა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალ წელსაც ძალიან ბევრს სასიამოვნო სიახლეს ვუმზადებთ ჩვენს მომხმარებელს", - გიორგი ჩუმაშვილი, TNET-ის დირექტორი.

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად აკვირდება თანამედროვე, გლობალურ ტრენდებს და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ელექტრონული კომერცია სწრაფად ვითარდება. ციფრული პლატფორმის წარმატებისთვის, გამორჩეულად მნიშვნელოვანია მომხმარებელზე მორგებული გარემო და უსაფრთხო გადახდის მეთოდები. Visa-სთვის, ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა და მისი განვითარება, როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე, ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოში, ჩვენ უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორის VENDOO ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. სხვადასხვა მარკეტინგული კამპანია დავგეგმეთ და ლოიალობის პროგრამა შევთავაზეთ Visa ბარათების მფლობელებს. დღეს კი, ჩვენი მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წელი აღვნიშნეთ, შევაჯამეთ და ერთობლივი სამომავლო გეგმებიც დავსახეთ,”- დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

2023 წელს VENDOO დიდი გეგმებითა და ახალი მიზნებით დაიწყებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება. ახალი წლიდან იგეგმება პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და რაც მთავარია, ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება.

(R)

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
იოსებ მურმანიშვილი - ოსტეოართრიტის სამკურნალოდ კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტებს ინექციური მკურნალობის მეთოდს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და შესაბამისად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
.ge დომენი წელიწადი 1 ლარად - Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი