ალეკო ელისაშვილი - ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ - სანამ ბიძინა ივანიშვილი მართლა არ გაკოჭეს და ღარიბ-ღატაკი არ დატოვეს, გონს მოეგონ

ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ - სანამ ის ბიძინა ივანიშვილი არ გაკოჭეს მართლა და არ დატოვეს ღარიბ-ღატაკი, გონს მოეგონ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეა საუბარი.

ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკას თვალი უნდა გაუსწოროს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიგოს, სულ მასონებს, ბნელ ძალებს და შეთქმულებას კი ნუ აბრალებენ და ევროპარლამენტარებს კი ნუ ლანძღავენ, ცოტა სარკეში ჩაიხედონ, იმ კრიტიკას თვალი გაუსწორონ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა ევროპის ნაწილი ვიყოთ, კალაძესავით აგდებულად კი არ ვლაპარაკობდეთ, ცოტა უფრო გონიერებით უნდა იმოქმედონ ამის შემდეგ და ისე არ გასცენ პასუხი, როგორც დაჩვეულები არიან, გეგონება ორღობეში ჩაცუცქულ „ტიპზე“ ლაპარაკობ, ისე რომ მოიხსენიებდნენ ევროპარლამენტარებს. ზუსტად მაგის შედეგია, როგორც ლაპარაკობდნენ ევროპარლამენტარებზე ლაზღანდარულად, ის დაუბრუნდათ ზუსტად უკან იმ რეზოლუციიდან, ახლა მაინც მიხვდნენ ცოტა, რომ სანამ ის ბიძინა ივანიშვილი არ გაკოჭეს მართლა და არ დატოვეს ღარიბ- ღატაკი, გონს მოეგონ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო