GITA-ს მხარდაჭერით, 24 დეკემბერს, ARRIVAL-ი კიდევ ერთ კონფერენციას უმასპინძლებს მეტავერსში

GITA -ს მხარდაჭერით, 24 დეკემბერს, ARRIVAL- ი კიდევ ერთ კონფერენციას უმასპინძლებს მეტავერსში. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და გაიმართება Spatial-ის მეტავერსში, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს მსოფლიო მასშტაბით ჩაერთონ ღონისძიებაში სახლიდან გაუსვლელად.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, Girls in Web3 - კონფერენციის ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ Web3 სფეროში მოღვაწე ქართველი ქალი მეწარმეები, მათი პროექტები, და მათი წარმატების სტრატეგიები.

„საღამოს სამი სპიკერი ეყოლება: ანი მანჯავიძე - Crosscreators-ის დამფუძნებელი, ელენე ევსია - Anonymer-ის აღმასრულებელი მენეჯერი და მარიკა ხანთაძე - Mellow Morning-ის თანადამფუძნებელი. სპიკერები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ღონისძიება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, დამსწრეთათვის უფასოა, თუმცა ამისთვის წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები შექმნიან 3D ავატარს, რომლის მეშვეობითაც შემოუერთდებიან კონფერენციას, მოახდენენ ინტერაქციას და სრულად იქნებიან ჩართული საღამოს მიმდინარეობაში. ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია - bit.ly/3Fjr08E

Girls in Web3 ღონისძიების ორგანიზატორია ARRIVAL - პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს