იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს შეხვდა

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, ტარო კანოს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ტარო კანოს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში სტუმრობისთვის.

მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, ამ სფეროში საქართველოს კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მმართველობითი სისტემის რეფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. მათ შორის, აღინიშნა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, განსაკუთრებით კი - მზარდი ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიმართულებით და მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა მათ ხელშესაწყობად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო