პრეზიდენტი - საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდეტი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ახლო მომავალში შედგება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთერთობები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის.

„აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე, ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო