თეა ახვლედიანი - 2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან

2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ჯანდაცვის კუთხით, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა.

თეა ახვლედიანის თქმით, ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა წელს ჯამში, 6 მილიონ ლარს აჭარბებს.

"გრძელდებოდა სახელმწიფო რეფერალური პროგრამის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება, რომლითაც წელს, ამ დრომდე, 1352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში.

პარალელურად, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონის დახმარება პანდემიასთან საბრძოლველად განკუთვნილი პრეპარატებითა და აღჭურვილობით, ასევე იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, წელს ჯამში, 6 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამასთან, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ჩათვლით",- განაცხადა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს