სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდს სიტყვით მიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, თამარ ტალიაშვილი მიესალმა ეუთო-ს გენერალური მდივნის მიერ მიმდინარე წელს გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებს.
მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ტალიაშვილის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობას ადასტურებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"