შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის კანდიდატი კი არ უნდა იყოს და გვაიძულონ, რომ დავეთანხმოთ, არამედ მისაღები უნდა მათთვისაც და ჩვენთვისაც - თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, ომბუდსმენთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგება

ოპოზიციის კანდიდატი კი არ უნდა იყოს და გვაიძულონ, რომ დავეთანხმოთ, არამედ უნდა მოიძებნოს კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც - თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, ომბუდსმენთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ კანდიდატი თანაბრად უნდა იყოს ყველასთვის მისაღები, პარტიებმა გაიაზრეს.

„ჩვენ გუშინ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მივიღეთ თითქმის ერთხმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაუჭირა მხარი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებელმა" და ჩემდა გასაკვირად, "საქართველოსთვის" ჯგუფმაც არ დაუჭირა მხარი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია. სხვა ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ცვლილებებს. ეს არის კარგი წინაპირობა თანხმობისკენ სიარულის. იმედი მაქვს, რომ ეს შედგება, მე, ყოველ შემთხვევაში, მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ არის გააზრება ყველა ჯგუფში, განსაკუთრებით, მათ შორის, ოპოზიციის ჯგუფში, რომ რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ თანაბრად უნდა იყოს ყველასთვის მისაღები კანდიდატი, ახლა ისინიც ასე ფიქრობენ, რომ ეს კი არ უნდა იყოს მათი კანდიდატი და გვაიძულონ რომ ჩვენ დავეთანხმოთ, არამედ უნდა მოიძებნოს კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. თუ ამ განწყობით მიუდგება ყველა, გარწმუნებთ კონსენსუსი შედგება.

კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არაფერს მოგახსენებთ, არის განხილვა ფრაქციებს შორის და ფრაქციები ჩამოყალიბდებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი