ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ბათუმის ბიუჯეტი 284 მილიონი 950 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 30 მილიონ 900 ათასი ლარით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 121 მილიონ 366 ათას 500 ლარი

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი

განათლება - 36 მილიონ 329 ათას 200 ლარი

კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 18 მილიონ 594 ათას 900 ლარი.

ბათუმში 2023 წელს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება.

აშენდება - 6, რეაბილიტირდება - 17. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს და დაიწყება 10 მისამართზე.

გამაგრებითი სამუშაოები სრულდება და იგეგმება 7-ზე.

უსაფრთხო გარემოში 1000-ზე მეტი ოჯახი იცხოვრებს.

2023 წლის ბიუჯეტი - 22 მილიონ 500 ათასი ლარი.

ე.წ. შანხაის დასახლებაში 324 ბინაზე გათვლილი ორი რვასართულიანი სოციალური სახლი აშენდება.

საცხოვრებელი ფართებით 150-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს.

ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განახლდება, 2023 წელს ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება.

2023 წელს ბათუმში 10 ახალი სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია:

-თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია,

-აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით 55 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

გასულ წელთან მიმართებაში ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტი - 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა