ანა ნაცვლიშვილი - დღეს სავარაუდოდ, ადგილი ექნება ცინიზმს იუსტიციის მინისტრის მხრიდან, თუმცა მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ ისაა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მისი სახელით ცხადდება

იუსტიციის მინისტრს მოუწევს პირისპირ გაუსწოროს თვალი რეალობას, რომ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ის არის პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მისი სახელით ცხადდება, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით რაიმე ახალს მოისმენენ და სავარაუდოდ, ადგილი ექნება ცინიზმს მინისტრის მხრიდან.

"დღეს იუსტიციის მინისტრს არა ქუჩიდან, შორიდან, სადაც შეუძლია ყურები და თვალები დაახშოს, არამედ მოუწევს პირისპირ მოისმინოს კითხვები და იმის მიუხედავად, ის იღებს თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ვიცით, რომ ბევრ საკითხში ვერ იღებს, მოუწევს გაუსწოროს თვალი რეალობას, რომ ის არის სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მისი სახელით ცხადდება. მე არ მგონია, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით რაიმე ახალს მოვისმენთ. ეჭვი მაქვს, რომ მოვისმენთ მისი მხრიდან ბევრ ცინიზმს და დეზინფორმაციას, რადგან ამის მცდელობა ჰქონდა მას ორი დღის წინაც, მაგრამ ამ პროცესის დანიშნულება არის, რომ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას არავინ არაფერს მოკითხავს, ეს გამრუდებული სარკე გასწორდეს და იცოდნენ, რომ პასუხი მათ მოეთხოვებათ,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა დეპუტატების შიმშილობასაც და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესში საჭიროა ახალი შინაარსის და ფორმის შემოტანა, რომელსაც გარდატეხის მოტანა შეუძლია.

"არავის განსჯა არ მინდა და არც მაქვს ამის უფლება. არ მომწონს ეს ფორმა პოლიტიკური მოქმედების და არ მგონია, რომ ამას აქვს ის ეფექტი საზოგადოებაზე, რაც საჭიროა, მაგრამ მესმის მათი არგუმენტები," - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა