ჰერმან საბო - განათლების სამინისტრო გადაქცეულია ერთ დიდ სკოლად, სადაც ბავშვებს ვექცევით, როგორც ერთ ყალიბზე მოჭრილ არსებებს და ამით მორჩილი მუშის გაზრდას ვცდილობთ

განათლების სამინისტრო გადაქცეულია ერთ დიდ სკოლად, სადაც ბავშვებს ვექცევით, როგორც ერთ ყალიბზე მოჭრილ არსებებს და ამით მორჩილი მუშის გაზრდას ვცდილობთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნით“ სარგებლობისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო რაღაც ფორმით გასაუქმებელიცაა.

„ჩვენი განათლების სისტემა აწარმოებს განათლებას, რომლის შედეგადაც ქართველი მოსწავლეების 60-70% რაიმე ტექსტს რომ წაიკითხავს, ვერ მოგიყვებათ რა წაიკითხა, რომელთაც მათემატიკური აზროვნებაც ძალიან უჭირთ. თუ რამით მაჩანჩალა ქვეყანა ვართ მსოფლიოში, ვართ სწორედ განათლების სისტემით. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ განათლების სამინისტრო გადაქცეულია ერთ დიდ სკოლად, სადაც ბავშვებს ვექცევით, როგორც ერთ ყალიბზე მოჭრილ არსებებს და ერთი და იგივე წიგნებით, ერთი და იგივე მეთოდებით, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ასაკში, ვასწავლით ერთსა და იმავეს და ამით მორჩილი მოქალაქის, მორჩილი მუშის გაზრდას ვცდილობთ.

ჩვენს განათლების სისტემაში გამქრალია კონკურენცია განათლების მეთოდებს შორის, წიგნებს შორის, მასწავლებლებს შორის, სკოლებს შორის. განათლება ისეთივე პროდუქტია, როგორ ჯანდაცვა, კვება, ჩაცმა. რაღაც რომ გტკივა, ვირჩევთ კლინიკას, ექიმს, წამალს, ყოველ შემთხვევაში, ვაკონტროლებთ მაინც. მაგრამ თუ განათლების ყიდვა გინდა, არ გვაქვს არცერთი ასეთი არჩევანი. არ შეგვიძლია ავირჩიოთ სკოლა, მასწავლებელი, წიგნი, რადგან ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს მიერაა შეზღუდული. კერძო სკოლებიც კი, უბრალოდ, კარგად შელესილი და გალამაზებული საჯარო სკოლებია. პოლიციის ძალით გვაქვს აკრძალული განათლების ყველა მეთოდი, გარდა აგურის სკოლაში შეკეტილი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისა. შვილებზე, ბავშვებზე პასუხისმგებლობა უნდა დავუბრუნოთ მშობლებს და მათ მიერ არჩეულ მასწავლებლებს, ხოლო განათლების სამინისტრო რაღაც ფორმით გასაუქმებელია“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო