რომან გოცირიძე - მანდატების დატოვება სწორი არ იქნება - ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციები, მათ შორის სადეპუტატო მუშაობის შედეგია

საპარლამენტო მანდატების დატოვება სწორი არ იქნება, თუნდაც საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების თვალსაზრისით - ის რეზოლუციები, რაც იქნა მიღებული ევროპარლამენტში და სხვაგან, მათ შორის სადეპუტატო მუშაობის, საგარეო მუშაობის შედეგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა მეთოდს მიმართავენ, მათ შორის საპროტესტო აქციებს.

"ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რაც გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობიდან დაწყებული, ქუჩის აქციებით დამთავრებული. რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების დატოვებას, სანამ ის იქნება ამ ბრძოლის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილი, პირადად ჩემი აზრია, რომ ეს არ იქნება სწორი, თუნდაც საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების თვალსაზრისით. იგივე ის რეზოლუციები, რაც იქნა მიღებული ევროპარლამენტში და სხვაგან, მათ შორის სადეპუტატო მუშაობის, საგარეო მუშაობის შედეგიცაა. სანამ არსებობს ბერკეტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არ იქნება ამის დატოვება სწორი. მერე ვნახოთ," - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო