„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

„კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის.

ახალი მაღაზია 15 დეკემბერს ბელიაშვილის ქ. N 117-ში გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 09:00-დან საღამოს 22:00-მდე მოემსახურება და მათ მრავალფეროვან, უახლეს სერვისებს მიაწვდის, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობას.

„კარფურის" ახალი ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორისაა სურსათის, ბიო პროდუქტების და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 79-ე მაღაზიაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების ზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობით.

ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა „კარფურის" საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, რაც დასტურდება ფაქტით, რომ ამჟამად კომპანიაში 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კიდევ 1200 ახალი კადრის მიღებას გეგმავს.

„კარფურის" პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს, "თბილისი მოლში" გაიხსნა და დღემდე განაგრძობს გაფართოებას - ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი