აჭარის უმაღლეს საბჭოს, მორიგი ექსკურსიით, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეები სტუმრობდნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები, საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები, კანონშემოქმედებითი პროცესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ გააცნო.
"უკრაინელმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჩართულობის ცენტრი, ბიუროს სხდომათა ოთახი, პლენარულ სხდომათა დარბაზი, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელმა ცირა ხაჯიშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიის, ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge-ს სერვისების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.