07.07.2025 / 08:38
გორის მერია - 2022 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.

„გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა. რეაბილიტირდა 60 კილომეტრამდე გზა, 3 საბავშვო ბაღი. ასევე მოეწყო 8 სკვერი, 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში სასმელი წყლის სისტემა, აშენდა 3 საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა 2022 წელს 170 - მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, შექმნილი მუნიციპალური პროგრამები, მოსახლეობას მათივე საყოფაცხოვრებო პირობების (საერთო სარგებლობის სივრცეების) გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. გარდა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, პროგრამების მიზანი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს