რატი ბრეგაძე - აღდგენით მართლმსაჯულებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

აღდგენით მართლმსაჯულებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა.

რატი ბრეგაძემ მედიაციის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის განხორციელებული პროექტები შეაჯამა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დააანონსა.

„ჩვენ დავიწყეთ მედიაციის ახალი სივრცეების გახსნა. ეს იყო ქუთაისში, ხაშურში და ოზურგეთში, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით ამ მიმართულებებითაც, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას და ზოგადად, მეტ ადამიანს შეეწყოს ხელი იმაში, რომ კონფლიქტი, რომელიც დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის არსებობს, დროულად იქნას აღმოფხვრილი, რათა შემდგომში იყოს თავიდან არიდებული ახალი დანაშაული. დროულად შეძლოს დანაშაულის ჩამდენმა პირმა დანაშაულის გააზრება, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს და შემდგომში მათ ერთობლივადაც კი შეძლონ ამ საზოგადოებაში მშვიდობიან ვითარებაში ცხოვრება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა