გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

15-16 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

„უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და უსურვა წარმატებები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.

მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის, ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა), აზერბაიჯანის, არაბთა გაერთია­ნე­ბუ­ლი საამიროების, აშშ-სა და ტაი­ლა­ნდის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 158 ავტორის/თანაავტორის 125 მოხსენება 7 სექციაში: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში 16 დეკემბერს გაიმართა - „პატარა ლიახვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა