რატი ბრეგაძე - 2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია.

„მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურება - ეს არის სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი, თუმცა ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ეს მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და არ ვჯერდებით მიღწეულს. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია ახალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე დამტკიცდა მთავრობის მიერ. ეს სტრატეგია ითვალისწინებს სერვისების გამცემ უწყებებში მომსახურების შექმნის, მიწოდების ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი მიდგომების დანერგვას. სტრატეგიის რეალიზაცია პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და 2022 წლის აპრილიდან, სტრატეგიის დამტკიცებიდან დღემდე, გატარდა არაერთი მოქმედება," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში.

მისი თქმით, რეფორმის შედეგად სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ტრენინგ-მოდულები მოამზადა. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდა.

სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. რეფორმის მოცემული კომპონენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, საქართველოში სახელმწიფო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს