ხობის მერია ორ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ხობის მერია ორ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.

„პირველი მაისის საგაბისონიოს უბანში 1.6-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

გაღმა საჯიჯაოში იგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.