არჩილ თალაკვაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ევროპის საბჭოში იმ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც საკუთარ ჯარისკაცებს აბრალებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას

სიმართლე არის ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს და დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებები ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი ჰააგაში, დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოჩნდა, რამდენად "ანტისახელმწიფოებრივი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი დელეგაციის მხრიდან ევროპის საბჭოში რეზოლუციაზე ხელის მოწერა".

"ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე სიმართლისთვის ბრძოლაში და ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება დამდგარიყო, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს და დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებები ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი ჰააგაში, დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ძირითადი სამუშაო ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჰააგაში ამ გამოძიების მასალებს თან ერთოდა, ასევე, საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის და მისი ოფისის მიერ მოპოვებული მასალები, მათ შორის მეც, როცა პირადად გახლდით აგვისტოს ომის დღეებში ომის ზონაში, 22 სოფელში, იქ შეგროვებული ინფორმაცია ჰუმანიტარული პირობების, ადამიანების მკვლელობების, მათი დევნის შესახებ და სპეციალური ანგარიში, რომელიც სოზარ სუბართან ერთად მისმა ოფისმა მაშინ მოვამზადეთ, თან ერთოდა საგამოძიებო მასალებს. ჩვენ გვჯეროდა, რომ სიმართლე იქნებოდა აღიარებული. გამოძიების ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკითხი განხილული უნდა იყოს ჰააგის სასამართლოში, სადაც ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს სიმართლე გაიმარჯვებს და საერთაშორისო დონეზე მოხდება იმის დეკლარირება, რომ რუსეთის ფედერაცია უკანონო ოკუპაციას ახორციელებს და მძიმე დარღვევები ჩაიდინა აგვისტოს ომის დროს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი დელეგაციის მხრიდან ევროპის საბჭოში იმ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მაშინდელი ხელისუფლება სწორედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ჯარისკაცებს აბრალებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაცვლა და უგულებელყოფა", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა