ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა), აღნიშნულ გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
























