რატი ბრეგაძე - იცით, რაშია ჩვენი შეცდომა? -  რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში „ბოროტების მუზეუმი“ რომ არ გაიხსნა, რომ მომავალ თაობებს ენახათ

ერთი შეურაცხყოფა მაინც მივაყენე? - მაგრამ ეგ არის მაგათი საქმე: შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა და გადასვლა ყველაზე, ეს არის მაგათი სახე, აჩვენეთ კიდევ ერთხელ რა სამარცხვინოებიც ხართ, ოროსნები მართლა , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატ სალომე სამადაშვილთან კამათის შემდეგ განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ოპოზიცია ვერ უძლებს სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა.

„ეს არის ამ ადამიანების ნამდვილი სახე, როდესაც ვერ უძლებენ სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა მათთვის და ძალიან ბოროტულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ. იცით რაშია ჩვენი შეცდომა? - 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი, რომ მომავალ თაობებს ენახა, როგორც კონცლაგერების ნახვაა შესაძლებელი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და დღეს სწორედ ამიტომ ბედავენ თქმას, რომ ვინმეს აწამებენ. რა არის წამება? ის, რომ ყველა მისი უფლება არის დაცული? როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, რადგან არაფერი მანდ არ იყო სანახავი? ესაა წამება თუ 1 500 ვიზიტორი, თუ VIP პალატაში განთავსება არის წამება? გაიხსენეთ კარგად, როგორ ექცეოდნენ სხვებს და აბა თქვას მისი რომელი უფლებაა დარღვეული?- ვერაფერს ვერ ამბობთ და გარბიხართ დარბაზიდან, ესაა თქვენი რეალური სახე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო