რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალი შიდასაუბნო სკვერი გაიხსნა

რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, ახალ სკვერში დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩის #11 და #13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა.

,,ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, შიდასაუბნო სივრცეების მოწესრიგებაცაა. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამწვანება, ეს მოსახლეობის მოთხოვნაა და ჩვენ ვცდილობთ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად განვახორციელოთ სწორედ ისეთი პროექტები, როგორიც დღეს ეს ახალი სივრცეა, სადაც ძალიან კარგი განწყობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია შიდასაუბნო სივრცეების განვითარება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მესხიშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციურ სკვერში 5737 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, მწვანე და სარწყავი სისტემები, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეა მოწყობილი.

ვანდალიზმის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც. მიმდინარე წელს, რუსთავში 15 ახალი შიდასაუბნო სკვერი მოეწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს