ქუთაისის მერია - ქუთაისი საუკეთესო პრაქტიკის ეროვნული კონფერენციის ორ ნომინაციაში გამარჯვებულია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ქუთაისი საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული ორი პროექტის წარდგენისთვის დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული პროექტებია: ,,საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტირებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება"; ,,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მეთოდების დანერგვისთვის".

„მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას და ყველა ექსპერტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მისცეს ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს. ასევე მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც მუშაობდა აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის და საპროექტო წინადადების მომზადებაზე.

აღსანიშნავია, რომ დონორებთან მუდმივ თანამშრომლობის რეჟიმში ვართ. ქუთაისმა სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მილიონი ევრო მოიპოვა რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე მის ღირსეულ პოზიციონირებას მოხმარდება", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program) რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა