სალომე სამადაშვილი -  ყველა სიმართლე, რაც 2008 წლის ომს შეეხება, ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა, ამიტომ არის "ქართული ოცნება" წყობიდან გამოსული - დღეს პუტინი ჩვენს ქვეყანას დისტანციურად მართავს "ქართული ოცნების" ხელით

ყველა სიტყვა და სიმართლე, რაც 2008 წლის ომს შეეხება, ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა, ამიტომ არის "ქართული ოცნება" წყობიდან გამოსული, ვეღარ მალავს თავის სახეს - დისტანციურად მართავს დღეს პუტინი ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების" ხელით , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ჰააგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველას, ვინც მსოფლიოს ქართველების ბრალეულობას უმტკიცებს, ჰააგამ პასუხი გასცა, რომ 2008 წელს ერთადერთი დამნაშავე იყო რუსეთი.

„ერთადერთი შეცდომა, რაც იყო დაშვებული 2008 წელს იყო ის, რომ ჩვენი გაფრთხილება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, ადეკვატური პასუხი გასცემოდა რუსეთის აგრესიას, არ იქნა გაზიარებული, ასევე ჩვენი გაფრთხილება, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა, არ იქნა მიღებული შესაბამისი სერიოზულობით და დღეს ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ - მთელი თავისუფალი მსოფლიო დღეს ებრძვის პუტინის რეჟიმს. ყველა სიტყვა და სიმართლე, რაც 2008 წლის ომს შეეხება, დაამტკიცა ჰააგის სასამართლომ, ამიტომ არის „ქართული ოცნება“ წყობიდან გამოსული დღეს, ვეღარ მალავს თავის სახეს. ეს ხალხი არის პუტინის არათუ მოკავშირე, დისტანციურად მართავს დღეს პუტინი ჩვენს ქვეყანას "ქართული ოცნების" ხელით. ეს ხდება აშკარა, მათ შორის, ჰააგის გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა