ილია ბეგიაშვილი - გურიაში 42 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8 კილომეტრიანი გზის მოწყობა.

,,სამივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე პროექტები. წელს სხვადასხვა ფონდიდან როგორებიცაა: რეგფონდი, მთის ფონდის, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან, ჯამურად, გურიის რეგიონში მოხდა, დაახლოებით, 42 მილიონი ლარის მოზიდვა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის 375 პროექტი. თითოეული პროექტი დაწყებული გზებით, ბაღები, სკვერები, კულტურული თუ სპორტული ინფრასტრუქტურით მთლიანად მორგებულია მოსახლეობის მოთხოვნებზე. დარწმუნებული ვარ 2023 წელიც არ იქნება ნაკლები თავისი მასშტაბით გურიისთვის“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„დავათვალიერეთ გურიის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია და ხორციელდება წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს