ქუთაისში საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა -კონცერტი გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კონკურსის დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა.

ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს საჯარო მასტერკლასები.

„მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი წელს მესამედ იმართება. მიუხედავად არცთუ ხანგრძლივი ისტორიისა, კონკურსმა უკვე მოიპოვა დამსახურებული აღიარება მუსიკალურ სამყაროში.

დიდი ქართველი კომპოზიტორების მშობლიურ ქალაქში ნამდვილად უნდა იყოს ასეთი დონის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს ინიციატივებსა და პროექტებს. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალი თაობის მუსიკოს-შემსრულებლების გამოვლენას და წახალისებას, ასევე ჩვენი ქალაქის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.

წელს ეს კონკურსი იმითაც არის გამორჩეული , რომ ეძღვნება ქართული საკომპოზიტორო სკოლის და საქართველოში პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს",- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა", გენერალური სპონსორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა