მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - თუ პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოყენების პოლიტიკური ნება გააჩნია, შემზღუდავი ფაქტორი არ არსებობს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა დოკუმენტი აქვს და მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს.

„პრეზიდენტს შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. დანარჩენი ორი გამამტყუნებელი გამოტანილია და შესაბამისად, ამ განაჩენებზე შეუძლია შეწყალების აქტი გამოიყენოს.

მას წარუდგინა ყველანაირი დოკუმენტი მარიამ ჯიშკარიანმა და თუ მას ამის პოლიტიკური ნება გააჩნია, ამის შემზღუდავი და შემაკავებელი რაიმე ფაქტორი არ არსებობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ისაუბრა 22 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე და განაცხადა, რომ ხუთშაბათს ქართველი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდსმიტი დაიკითხებიან.

ამასთან ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესები დროში გაწელილია, თუმცა ცდილობენ ვადები შეამცირონ.

„გარკვეულწილად დროში გაწელილია, რაც არ უნდა შევეცადოთ, რაღაც დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს“, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო