გორში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა უწყვეტი წყალმომარაგების მოთხოვნით აქცია გამართა

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა სასმელი წყლის შეუზღუდავად მიწოდების მოთხოვნით გორის გასასვლელში მდებარე სუხიშვილის ქუჩა გადაკეტა.

შეკრებილთა განცხადებით, პრობლემის მოგვარების თხოვნით წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, აღნიშნულ უბანში სასმელი წყლის მიწოდება ვერ დარეგულირდა, რის გამოც უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

აქციის გამო სუხიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით 20 წუთით შეფერხდა, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და მოძრაობის აღდგენა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები მოსახლეობას არ შეხვდებიან და პრობლემას ვერ მოაგვარებენ, პროტესტის ნიშნად აქციებს კვლავ გამართავენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს