ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ბოლო სართულზე, რესტორანში ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ბოლო სართულზე, რესტორან "ვოქსში"" ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, რესტორანში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და უშუალოდ რესტორნის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის " კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი მთლიანად ბოლო სართულს უკიდია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები არიან მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა