ბათუმში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ცეცხლი რესტორან "ვოქსის" თითქმის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული

ბათუმში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ცეცხლი რესტორან "ვოქსის" თითქმის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცეცხლი რესტორნის თითქმის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული.

"რესტორანი როგორც ვიცი, არ ფუნქციონირებს, რესტორანში რემონტი მიმდინარეობდა", - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"სახანძროების ხმა გავიგე, გამოვედი აივანზე, ყველა ზემოთ იყურებოდა და დავინახე კვამლი. გვითხრეს, დაცალეთო და გამოვედი. მშვიდად გამოვედით, მეხანძრეები ავიდნენ ზემოთ", - განუცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებს.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების ჯგუფები. პოლიციას ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს. შენობიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.