არსებული ინფორმაციით, ბათუმში, რესტორან "ვოქსში", სადაც ხანძარი გაჩნდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და დაკეტილი იყო

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბათუმში, რესტორანი "ვოქსი", სადაც ხანძარი გაჩნდა, არ ფუნქციონირებდა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილობრივების თქმით, რესტორანი რამდენიმე თვეა დაკეტილია.
"არ ფუნქციონირებდა. რემონტი მიმდინარეობდა. რესტორანი არ მუშაობს. თვეებია, რაც დაკეტილია", - განუცხადა მედიას ადგილობრივმა ნანა გაბელაიამ.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარია. ცეცხლი რესტორნის თითქმის მთელ პერიმეტრზეა გავრცელებული. საცხოვრებელი კორპუსის შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.
























