თემურ ჯანაშია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის თითოეული წუთი და წამი მნიშვნელოვანია

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და ვაგრძელებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა აქ ექნება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის თითოეული წუთი და წამი მნიშვნელოვანია.

„რაც შეგვეხება მოშიმშილეებს, საერთო სისუსტეს ვგრძნობთ, სხვა არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და ვაგრძელებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება ადეკვატური მკურნალობა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ნამდვილად არ უწყობს ხელს პოლარიზაციის განმუხტვას, თუმცა მახსოვს მისი ადრინდელი განცხადებები, როცა ის ამბობდა, რომ შეწყალება გამოიწვევდა პოლარიზაციას. მე მაინც მინდა, რომ შევცდე და მან გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ რამდენად არის ის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და არჩევანში, ამას მომავალი გვაჩვენებს.

ჩემთვის კადრები არ იყო საჭირო, ისედაც ვიცი მისი მდგომარეობა. ეს ადამიანი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის და ასევე, მოწამვლის მსხვერპლი. ხელისუფლების ამოცანა არის, რაც შეიძლება მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას და ისეთი შედეგები დადგეს, რაც საბოლოო ჯამში, არ შემობრუნდება სასიკეთოდ, ამიტომ თითოეული წუთი, თითოეული წამი არის მისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისათვის, თავდაპირველად, 15 დეკემბერს პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა - ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყო, თუმცა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო